ირანი

1979 წლის შემდეგ პირველად, ირანი ამერიკული თვითმფრინავების შეძენას გეგმავს

AP

ირანის ისლამური რესპუბლიკა Boeing-ისგან $3 მილიარდის ღირებულების თვითმფრინავების შეძენას გეგმავს. ამ დროისთვის უცნობია დაბლოკავს თუ არა დონალდ ტრამპი აღნიშნულ გარიგებას.

Boeing-სა და ირანის ავიახაზებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავდაპირველად $3 მილიარდის ღირებულების 30 თვითმფრინავის შეძენას, შემდგომ კი $16.6 მილიარდის ღირებულების თვითმფრინავების შეძენას ითვალისწინებს.

თვითმფრინავების შეძენაზე შეთანხმება შესაძლებელი "ირანის ბირთვული შეთანხმების" შედეგად გახდა შესაძლებელი, თუმცა აღნიშნულ პროგრამას ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მწვავედ აკრიტიკებს. ამიტომაც არსებობს რისკი, რომ ტრამპმა Boeing-სა და ირანის ავიახაზებს შორის დადებული შეთანხმება შეაჩეროს. ამავე შეთანხმებით ირანს ევროპული Aerobus-ების შეძენის უფლებაც მიეცა.

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანის სამოქალაქო ავიაცია სხვადსახვა ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციების გამო რთულ მდგომარეობაში იყო. ავიახებს მუდმივად ჰქონდათ ნაწილებს დეფიციტი, თვითმფრინავები კი პრაქტიკულად კრიტიკულ ვითარებაში იყო. ბოლოს ამერიკული თვითმფრინავი ირანმა 1977 წელს შეიძინა.

კომენტარები