ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტიპის, მძლავრი სარაკეტო ძრავა გამოსცადა

Getty Images

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტიპის, მძლავრი სარაკეტო ძრავა გამოსცადა. ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა წარმატებულ ტესტირებას "რევოლუციური ნახტომი" უწოდა. სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალ ძრავას კოსმოსურ მისიებში გამოიყენებენ, დაგეგმილია ასევე ჩრდილოეთ კორეული თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანაც.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიასაშუალების  KCNA-ს ცნობით, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მთელი მსოფლიო იხილავს თუ რა მასშტაბის ნაბიჯი გადადგა ჩრდილოეთ კორეამ. ძრავის გამოცდა იმ ფონზე მოხდა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აზიურ ტურნეს მართავს. ამ დროისთვის ტილერსონი ჩრდილოეტ კორეის მთავარ პარტნიორ ქვეყანაში ჩინეთში იმყოფება, მან სი ძინ პინთან გამართა შეხვედრა.


ფოტო: AP

ჩრდილოეთ კორეის კომუნისტურ პარტიას ამ ხუთწლედში დაგეგმილი აქვს სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანა. გასულ წელს ჩრდილოეთ კორეამ პირველი თანამგზავრი ორბიტაზე უკვე გაუშვა.

კომენტარები