ტერორიზმი

ერაყში ქორწილის დროს მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ერაყის ქალაქ ტიკრიტთან ახლოს მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა საქორწინო ცერემონიისას აიფეთქა თავი. დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები