რეკლამა

საქართველოს ბანკი Mastercard-ის მფლობელებს ლიგის ფინალზე დასწრების შანსს აძლევს

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, მსოფლიო გადახდების კომპანია Mastercard-თან ერთად, ექსკლუზიურ აქციას იწყებს.

მომხმარებელს ვინც, საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, აქციის ფარგლებში სხვადასხვა პრიზი გადაეცემა. 30 აპრილს კი სხვა გამარჯვებულებთან ერთად გამოვლინიდება 3 თვის საუკეთესო გადამხდელის ვინაობა, რომელსაც საჩუქრად გადაეცემა გათამაშების მთავარი პრიზი - 2-კაციანი საგზური UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალურ მატჩზე. აღნიშნული ფინალი უელსის დედაქალაქ კარდიფში გაიმართება. მთავარი პრიზი მოიცავს: ავიაბილეთების, აერპორტში სტრანსფერის, სასტუმროს, დაზღვევის და სავიზო მოსაკრებელის ხარჯებს.

აქციაში მონაწილეობისთვის, საჭიროა, მომხმარებელმა განახორციელოს საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით მინიმუმ 10 ლარის ოდენობის ტრანზაქცია (ექვივალენტი სხვა ვალუტაში). გათამაშებაში გათვალისწინებული იქნება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, ასევე ონლაინ შესყიდვისას საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათებით განხორციელებული გადახდები. აქციის ფარგლებში ჯამში 800-ზე მეტი ადამიანი დასაჩუქრდება სხვადასხვა საინტერესო პრიზით.

 

"საქართველოს ბანკის" შესახებ:"საქართველოს ბანკი" ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.2%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 31.9%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.2%) მიხედვით (2016 წლის 30 სექტემბრის  მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). "საქართველოს ბანკი" მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკი" ემსახურებოდა 2 მილიონზე მეტი კლიენტის ანგარიშს 276 სერვისცენტრის, 772 ბანკომატისა და 2,697 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge მასტერქარდის შესახებ:მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com, არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა  და ფინანსების მართვა.

კომენტარები