საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს "კავკასიის ბუნების ფონდთან"(CNF) გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკის ფონდის, "სიცოცხლის ხის" მეშვეობით, დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100 000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს. ხსენებული თანხა მოხმარდება საქართველოში არსებული 10 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის, მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

გარემოს დაცვაზე ზრუნვა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, 2008 წლიდან დღემდე, ბანკი გარემოს დაცვით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ბანკი "კავკასიის ბუნების ფონდთან" (CNF) რამდენიმე წელია, თანამშრომლობს და 2017 წელს გამოყოფილი დაფინანსების ჩათვლით, ჯამში 500 000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა აქვს გაწეული დაცული ტერიტორიების მოვლისა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის.

"საქართველოს ბანკის" შესახებ:"საქართველოს ბანკი" ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.2%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 31.9%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.2%) მიხედვით (2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). "საქართველოს ბანკი" მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკი" ემსახურებოდა 2 მილიონზე მეტი კლიენტის ანგარიშს 276 სერვისცენტრის, 772 ბანკომატისა და 2,697 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge CNF–ის შესახებ:დაარსებული 2008 წელს, CNF კონსერვაციის ფონდია, რომელიც წარმატებით ეწევა ველური ბუნების დაცვას, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. CNF დაცული ტერიტორიებისთვის გამოყოფს გრანტებს, მათი საოპერაციო ხარჯების ანაზღაურებისათვის, ისეთი, როგორიცაა დანადგარების შესყიდვა, წინააღმდეგობის გაწევა ბრაკონიერობისთვის და სხვა არალეგალური აქტივობებისთვის, ფაუნასა და ეკოსისტემის სიჯანსაღეზე დაკვირვება, საზოგადოების განათლება, ტურიზმის განვითარება და თანამშრომლების ანაზღაურება. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.caucasus-naturefund.org





