2016 წლის ოლიმპიადიდან ერთი წელია გასული, როგორც ირკვევა, რიოს ოლიმპიური სოფელი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ პრაქტიკულად მიტოვებულია, ნაგებობების ნაწილი კი უკვე ამორტიზებულია. ოლიმპიადის ჩატარება ბრაზილიის ბიუჯეტს წინასწარ განსაზღვრულზე ორჯერ მეტი - $4.6 მილიარდი დაუჯდა, ოლიმპიადამდე მთავრობა აცხადებდა, რომ ოლიმპიური სოფლის თითოეულ ნაგებობას ღონისძიების დასრულების შემდეგ აქტიურად გამოიყენებდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ასე არ მოხდა.
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური ნაგებობები ოლიმპიადიდან ერთი წლის შემდეგ:
მარაკანას სტადიონი:

ფოტო: Getty Images
სტადიონზე დენი გამორთულია, რადგანაც მისმა ხელმძღვანელობამ $1 მილიონიანი დენის დავალიანება არ გადაიხადა. სტადიონი ერთი წელია ცარიელია.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images
გოლფის მოედანი:

ფოტო: Reuters
ოლიმპიური საცურაო აუზი:

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images
ოლიმპიური სოფელი:

ფოტო: Getty Images
ცარიელია ოლიმპიურ სოფელში ათლეტებისთვის აგებული 32 კორპუსიც, რომელშიც პროექტის მიხედვით ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ლუქს კლასის ბინები უნდა განთავსებულიყო.
რიოს ოლიმპიადა გამონაკლისს არ წარმოადგენს, ათენის, სოჭის და პეკინის ოლიმპიური ნაგებობებიც მიტოვებულია. გაიგეთ მეტი სტატიაში - რა ხდება, როდესაც ოლიმპიადა მთავრდება - ოლიმპიური სოფლების ნაწილი მიტოვებულია





