კრიმინალი

შსს: დევნილებს ბინების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, $95 500 მოტყუებით გამოართვეს

RFE/RL

სამართალდამცველებმა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში დევნილებისათვის განკუთვნილი ბინების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით გამოართვეს 95 500 აშშ დოლარი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები