საკონსტიტუციო კომისია

კვირიკაშვილი: ერთხელ და სამუდამოდ გვექნება ფართო ჩართულობით მიღებული კონსტიტუცია

საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოში პირველად ხდება ასეთი ფართო ჩართულობით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა. მასში ჩართულები არიან კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები არასამთავრობო სექტორიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. როგორც მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის მხრიდანაც მივიღეთ პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით და თვითონ პროცესთან დაკავშირებით, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განსხვავებით იმ წარსულის პრაქტიკისგან, როდესაც ჩვენ ხშირად ვგებულებდით ხოლმე საკონსტიტუციო ცვლილებებს მასმედიის საშუალებით და ეს ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათს, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ გვექნება საქართველოში კონსტიტუცია, რომელიც იქნება ფართო ჩართულობით მიღებული, იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, აღარ იქნება ასეთი ხშირი ცვლილებები.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები