საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო სასამართლოში კობახიძის კანდიდატურას უჭერს მხარს

პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მანანა კობახიძის კანდიდატურას უჭერს მხარს. ირმა ინაშვილმა მანანა კობახიძეს კვალიფიციური იურისტი უწოდა. 

ირმა ინაშვილს იმედი აქვს, რომ მანანა კობახიძე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, საკუთარ გადაწყვეტილებებში მიუკერძოებელი იქნება.

ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობა მანანა კობახიძეს წარადგენს, - ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოს შეუწყდა. ორი მოსამართლე პრეზიდენტმა წარადგინა, ხოლო ერთი - უზენაესმა სასამართლომ. აქამდე ვაკანტურია ერთი მოსამართლის თანამდებობა, რომელიც პარლამენტმა უნდა წარადგინოს და დაამტკიცოს.

კომენტარები