დავით ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე: ეკონომიკური ბლოკის სამინისტროსგან დასაქმების შემოთავაზება მივიღე

ქართულ ოცნებას მე ვთავაზობ ჩემს განვლილ გზას, ბექგრაუნდს, ძალიან დიდ გამოცდილებას და პრაქტიკულ საქმიანობას, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობაში, საჯარო სამსახურში, ბიზნეს სექტორში. მოგეხსენებათ, მე ფინანსთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი ვიყავი, ზარაფხანას გენერალური დირექტორის თანამდებობას ვიკავებდი რამდენიმე წელი, ვარ ეკონომისტი, პოლიტიკოსი, არანაირი შემოთავაზება, რომელიც იქნება თანაზომადი ჩემს განვლილ გზასთან, არ იქნება ჩემთვის მიუღებელი. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების მიმართულებით იყო შემოთავაზება, უბრალოდ ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ ბოლომდე.

ინტერპრესნიუსთან საუბარში ამბობს ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე

კომენტარები