2016 წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განვლილი წელი შეაჯამა. პრემიერი თვლის, რომ "ქართულ ოცნებას" გამოწვევების დაძლევისთვის სწორი გზა აქვს არჩეული.
"ჩვენს ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები და მათი დაძლევისთვის არჩეული გვაქვს აბსოლუტურად სწორი გზა. ჩვენს მოქალაქეებს დღეს არ აქვთ დალხინებული ცხოვრება და ჩვენ აბსოლუტურად ვითავისებთ ამ მდგომარეობას, მაგრამ ასევე ვითავისებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელსაც ვახორციელებთ. ეს არის სწორი გზა და ეს არის ის გზა, რომელიც იმ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომელსაც მე პირადად არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე.
ეს ოპტიმიზმი, ჩემო მეგობრებო, არის აბსოლუტურად მატერიალური, რომელიც პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ", - თქვა პრემიერმა.





