ახალი წელი

ნარმანია: ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო და საბაგირო უფასოდ იმუშავებს

თბილსის სატრანსპორტო კომპანია

ახალ წლის და შობის ღამეს მეტრო და საბაგირო თბილისში უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ახალი წლის ღამეს, 2016 წლის 31 დეკემბრის 00:00-დან 2017 წლის პირველი იანვრის 04 საათამდე, ასევე, შობას, 6 იანვრის 00:00 საათიდან 7 იანვრის 04 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. ამასთან, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით - "რიყე-ნარიყალა" და "ჭავჭავაძის გამზირი - კუს ტბა" 31 დეკემბრის 23 საათიდან პირველი იანვრის 03:00 საათამდე", - წერია მერიის განცხადებაში.

მერიისვე ცნობით, საახალწლო ღონისძიებები იქნება დედაენის ბაღსა და "ახალ ტიფლისში", ხოლო გალაკონცერტი ვარდების მოედანზე გაიმართება.

კომენტარები