ავიაკატასტროფა

პუტინმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა

REUTERS

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი Ту-154 დღეს დილით შავ ზღვაში ჩამოვარდა. ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსული სამხედრო თვითმფრინავი სირიის სამხედრო ბაზაზე მიფრინავდა. ჟურნალისტებს, ჯარისკაცებს და სამხედრო ანსამბლ ალექსანდროვის წევრებს სირიაში რუსი სამხედროებისთვის ახალი წელი უნდა მიელოცათ.

თვითმფრინავი რადარიდან 25 დეკემბრის დილით გაქრა. ავიალაინერის ფრაგმენტები სოჭთან ახლოს, სანაპიროდან 1.5 კილომეტრზე აღმოაჩინეს. ასევე, ნაპოვნია რამდენიმე ცხედარი.

კომენტარები