ლარის გაუფასურება

ეროვნული ბანკი ლარის მკვეთრ გაუფასურებაზე - ველით პროცესის შეჩერებას

.nbg.gov.ge

ეროვნულმა ბანკმა ლარის მკვეთრ გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც დღეს მომხდარი გაუფასურების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი მოსახლეობის მოლოდინები და ბაზარზე არსებული აჟიოტაჟური ვითარება იყო. სებ-ი გაუფასურების შეჩერებასა და აჟიოტაჟის დაწყნარებას უახლოეს დღეებში ელის. Bloomberg-ის სავალუტო აუქციონზე ერთი დოლარი 2.62 ლარი ღირს. ეს ლარის არსებობის ისტორიაში ლარის რეკორდული გაუფასურებაა.

ეროვნული ბანკის განცხადება 

დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ - დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია 2003 წლის მერე.

ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.

შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას.

ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს.

კომენტარები