რეკლამა

საქართველოს ბანკი და საქართველოს ფოსტა პროექტ Secret Santa-ზე მუშაობენ

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი და საქართველოს ფოსტა ერთობლივ პროექტზე მუშაობენ. პროექტი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში იწყება, ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას - "იდუმალი სანტა" (Secret Santa). პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, გახდეს "იდუმალი სანტა" - გააგზავნოს და მიიღოს საჩუქარი.

"მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, ვითანამშრომლოთ ისეთ საფოსტო ოპერატორთან, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, ერთობლივად გავუხალისოთ მომხმარებელს ახალი წელი და სრულიად ახალი გამოცდილება შევთავაზოთ", - ამბობენ საქართველოს ბანკში.

"ჩვენთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ფოსტა მონაწილეობს საქართველოსთვის უპრეცედენტო პროექტში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, გახდეს მასშტაბური საახალწლო თავგადასავლის მონაწილე. საქართველოს ფოსტა მხარდაჭერას გაუწევს პროექტში ჩართულ ყველა "იდუმალ სანტას", რათა უზრუნველყოს მათი საჩუქრის ადრესატამდე მიტანა", - ამბობენ საქართველოს ფოსტაში.

კომენტარები