რა ეფექტი შეიძლება მოჰყვეს 100 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემის აკრძალვას

ტაბულა

საქართველოს პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დედოლარიზაციის საბაზრო რეგულაციების პრეზენტაცია გამართა. პრემიერის თქმით, "2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200 ათას ლარამდე სესხები - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით". კვირიკაშვილის თქმით, რეგულაცია მიზნად მოსახლეობის იმ ნაწილის დაცვას ისახავს, რომლებიც კურსის გაუფასურების გამო შესაძლოა დაზარალდნენ. 

"გეგმით, მცირე ზომის სესხები, ახალი სესხების - 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200-მდე ათას ლარამდე - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ამ ნაბიჯით მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს ლარით ფასდადება", -ამბობს პრემიერი.

დოლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე ლარში, ამის მიზეზი ისაა, რომ ანაბრების 2/3 უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, შესაბამისად, ბანკებს დოლარში უფრო მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე ლარში. იმ პირობებში, როდესაც ხელოვნურად აიკრძალება დოლარში სესხების გაცემა, ერთადერთი ალტერნატივა ამ სესხების მსურველთათვის ლარის სესხი დარჩება, შესაბამისად, ამ სესხებზე მოთხოვნა გაიზრდება, მოთხოვნის ზრდის პირობებში არსებობს შანსი, რომ ეს სესხები გაძვირდეს.

კომენტარები