ქართული კინომემკვიდრეობა

რუსეთის სახელმწიფო ფილმოფონდში დაცული 4 ქართული ფილმი საქართველოში დაბრუნდა

ტაბულა

რუსეთის სახელმწიფო ფილმოფონდში დაცული ქართული კინოარქივი საქართველოში დაბრუნდა. საწყის ეტაპზე ქართულ მხარეს 4 ქართული ფილმის ასლი გადმოეცა:

  • "ჰოლტზე" - ლეო ესაკიას რეჟისორობით
  • "ამერიკანკა" - ლეო ესაკიას რეჟისორობით
  • "ბუბა" - ნუცა ღოღობერიძის რეჟისორობით
  • "უკანასკნელ საათს" - მიხეილ ჭიაურელის რეჟისორობით

"გოსფილმოფონდში" დაცული 4 ქართული ფილმის ქართული მხარისთვის საზეიმო გადაცემის ცერემონიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და რუსეთის სახელმწიფო ფილმოფონდის გენერალური დირექტორი ნიკალაი ბოროდაჩევი უძღვებოდნენ. კინოარქივის საქართველოში დაბრუნებას 7 წელი დასჭირდა. 

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფილმოფონდი მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების სამეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში 70000-მდე კინოფილმი ინახება. 

კომენტარები