საქართველოს რკინიგზა

სოფელ ზვარეში, მუშების ცემის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს სამინისტროს განცხადებით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო ღონისძიებების შედეგად, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1983 წ. დაბადებული ჭ. ლ., 1983 წელს დაბადებული ჩ.ჟ და 1984 წელს დაბადებული ჰ.ჩ დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით)", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა განაცხადა, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ რამდენიმე მუშას მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა სცემეს.

კომენტარები