ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხოშტარია: წაგების შემდეგაც გავაგრძელებ ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად ბრძოლას

უსამართლო ბრძოლაში ყველაზე საშიში არა მოწინააღმდეგის უნამუსობა ან ძალაა, არამედ უიმედობა, რომელმაც, შეიძლება, ხელები ჩამოგაყრევინოს. არცერთი წამი არ უნდა გავიკაროთ ეს განწყობა. მათ ყავთ სუსი, ჩვენ გვყავს გულანთებული ხალხი, ახალგაზრდა, ენერგიული, გონებაგახსნილი და პოზიტიური. მათ აქვთ ბევრი ფული, ჩვენ გვაქვს იდეა და რწმენა ამ იდეაში. მათ აქვთ კარიერის წყურვილი, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომ, ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანებზე და გავაგრძელოთ ისეთივე შემართებით, როგორც აქამდე.

მიუხედავად უნამუსო მანიპულაციებისა, მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დავფიქრდეთ რატომ ვერ მოვიპოვეთ ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, დავფიქრდეთ და კარგად გავითვალისწინოთ სამომავლოდ. დღეს ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, როგორც, სამწუხაროდ, ერთადერთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიას.

ორი სიტყვა ვაკეზე: მიუხედავად უსამართლო ქმედებებისა, მე ვაკე წავაგე, ნამდვილად წავაგე. მე დღეს ვაკემ ნდობა არ გამომიცხადა და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ. ესე იგი, მე ვერ დაგარწმუნეთ რაღაცაში, მე ვერ მოგისმინეთ საკმარისად, ესე იგი, მე ჯერ არ ვიმსახურებ თქვენ ნდობას, მაგრამ მინდა ხაზგასმით გითხრათ, მე ერთი წამი არ მოვშორდები იმ პრობლემებს, რაც ამდენი თვის განმავლობაში ვნახე. მე გვერდზე დავუდგები ყველას, მიუხედავად იმისა, მომცეს ხმა თუ არა. კამპანიის დროს ბევრჯერ მითქვამს ამომრჩევლისთვის, რომ მე არჩევნების მერე არ გავქრები. ეხლა კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, წაგების მერეც არ გავქრები, გავაგრძელებ თქვენი ნდობის მოპოვებას და თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად ბრძოლას, ვაკეში, წყნეთში, ახალდაბაში.

კომენტარები