ბიუჯეტი 2017

ფინანსთა სამინისტრო: 5 ნეგატიური ფაქტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედებს

ტაბულა

ფინანსთა სამინისტრომ დოკუმენტი - "მაკროეკეონომიკური რისკების ანალიზი" გამოაქვეყნა. ანალიზში შესულია 5 ნეგატიური და 4 დადებითი ფაქტორი, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკაზე აქვთ გავლენა. ნეგატიურ ფაქტორებს შორის ფინანსთა სამინისტრო პირველ ადგილზე ასახელებს რეგიონში არსებულ არასტაბილურ გარემოს. ნეგატიურ მოვლენადაა შეფასებული Brexit-ი, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება და აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. დადებით ფაქტორთა შორის კი პირველ ადგილებზე ნავთობის ფასების შემცირება და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იმყოფება. დადებით ფაქტორთა შორისაა "საინვესტიციო პროექტების დაჩქარება", თუმცა ამ მუხლის განმარტება უნცობია, რადგანაც არაა განხილული, თუ რომელ დაჩქარებულ პროექტებზე საუბრობს სამინისტრო. 

ნეგატიური ფაქტორები:

1) რეგიონში არასტაბილური გარემო

საქართველოს მეზობელი ქვეყნები ჩართულნი არიან სამხედრო კონფლიქტში ან იმყოფებიან კონფლიქტის ზღვარზე. შესაბამისად, არსებობს სიტუაციის უარყოფითი სცენარით განვითარების ალბათობა. აღნიშნული რისკების მატერიალიზაციის შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეფერხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა უკვე ასახვა ჰპოვა მის საკრედიტო რეიტინგებზე. წამყვანი სარეიტინგო კომპანიის მიერ უკვე განხორციელდა თურქეთის სუვერენული და სხვა საკრედიტო რეიტინგების შემცირება. აღნიშნული შესაძლოა უარყოფითად აისახოს რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობაზე. თუმცა ინვესტიციების გადინების შემთხვევაში, არსებობს იმის პოტენციალი, რომ ამ ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში მოხდეს.

2) Brexit

მოსალოდნელია, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ევროკავშირის დატოვების შესახებ, საქართველოზე როგორც საინვესტიციო, ისე საგარეო სავაჭრო კუთხით მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. თუმცა, შესაძლოა დამატებითი რისკების წარმოქმნის შესაძლებლობა. კერძოდ, მოსალოდნელი გახდა, რომ, მოლოდინების გაუარესების ფონზე, ევროკავშირის ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი შენელდება, რაც დააზარალებს ერთობლივ მოთხოვნასა და სასაქონლო პროდუქციის ფასებს. 

3) ინვესტირების შესუსტების ტენდენციები განვითარებულ ქვეყნებში

განვითარებულ ქვეყნებში შეიმჩნევა ინვესტირებისადმი მიდრეკილების დაბალი დონე. განვითარებული ქვეყნების კომპანიები ამცირებენ ინვესტიციებს არამარტო საკუთარი ქვეყანაში არამედ საზრვარგარეთაც. განსაკუთრებით იზრდება მოლოდინები, იმისა რომ შეამცირდეს ინვესტორთა აქტივობა ახალი ბაზრების ქვეყნებში. შესაბამისად, იზრდება საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და სხვა საერთაშორისო ნაკადების შემცირების რისკი. აღნიშნული ფაქტორი მეტწილად საშუალოვადიანი პერიოდის რისკს წარმოადენს.

4) ამერიკაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა

აშშ-ის ეკონომიკა ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპებით ვითარდება. უმუშევრობის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა სოლიდურ ტემპებს ინარჩუნებს. 2016 წლის 8 თვის მონაცემებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარება. აღნიშნულ ფონზე ფინანსური ბაზრები კვლავ ვარაუდობენ ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ პოლიტიკის განაკვეთის ზრდას. ფედ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დამატებითი ფაქტორი იქნება ამერიკაში კაპიტალის ნაკადების შემობრუნებისთვის, რაც შეამცირებს ინვესტიციებს ნაკადებს ახალი ბაზრის ქვეყნებში, გაზრდის ზეწოლას მათ სავალუტო კურსებზე და გაამძაფრებს კრიზისს მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყნებში. თუმცა, გამკაცრების ტემპს, სავარაუდოდ, შეანელებს ე.წ. Brexit, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აშშ დოლარი დამატებით გამყარდება და გაურკვევლობა გაიზრდება. 

5) ჩინეთის ეკონომიკის სტაგნაცია

ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიმჩნევა ზრდის ტემპების შემცირება ჩინეთის ეკონომიკაში. იგი წლების განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, თუმცა სტაგნაციის შემთხვევაში შეიძლება მსოფლიო ეკონომიკის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად გადაიქცეს. ჩინეთი უმსხვილესი წმინდა ექსპორტიორია რაც ამცირებს მისი გავლენის სიძლიერეს. მისი ეკონომიკის შემცირება ყველაზე მეტ პრობლემას შეუქმნის ნედლეულისა და საინვესტიციო საქონლის მწარმობელ ქვეყნებს. შესაბამისად, მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არ იქნება ძლიერი. თუმცა, ბოლო წლებში ჩინეთი გადაიქცა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან წყაროდ. შესაბამისად ჩინეთის ეკონომიკის შემცირება ნეგატიურად იმოქმედებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებზე საქართველოში.

დადებითი ფაქტორები:

1) ნავთობის ფასები

ნავთობის ფასების დაბალ დონეზე შენარჩუნება ბოლო წლების განმავლობაში, ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოს იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში პირველ ადგილზე იყო. 2015-2016 წლებში ნავთობპროდუქტების იმპორტის კლებამ 500 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა 2013-2014 წლებთან შედარებით. ნავთობპროდუქტებზე დაბალი ფასების ეფექტი საქართველოს ეკონომიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია საშუალოვადიან პერიოდში. აღნიშნულ საქონელზე ფასების კლება შეამცირებს საწარმოო დანახარჯებს და წაახალისებს ეკონომიკურ აქტივობას. იგი მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გრძელვადიან პერიოდში მდგრადობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

2) ევროკავშირთან ვაჭრობა

ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის ზრდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებამ (DCFTA) და ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოებამ, მნიშვნელოვან პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის სრული მატერიალიზება ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, უკვე მომავალ წელს მოსალოდნელია არსებითი პროგრესი ამ მხრივ.

3) ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა

ჩინეთთან ვაჭრობის ზრდა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის საბოლოო ხელმოწერა 2016 წლის დეკემბერშია დაგეგმილი და რომელიც 2017 წლის შუა პერიოდიდან ამოქმედდება მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდის მიმართულებით.

4) საინვესტიციო პროექტების დაჩქარება

საინვესტიციო პროექტების დაჩქარება: მთავრობის მიერ საინვესტიციო პროექტების დაჩქარება დადებითად აისახება ეკონომიკაზე და დამატებით სტიმულს მისცემს კერძო ინვესტიციებს.

 

კომენტარები