თავისუფალი დემოკრატები

სამუშია: წარმოუდგენელია, ჩვენი გუნდიდან ვინმე აღმასრულებელ ხელისუფლებაში წავიდეს

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების წევრი ლევან სამუშია თავისუფალი დემოკრატებიდან ვინმეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობაზე დანიშვნას გამორიცხავს. მისი თქმით, ეს წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც პარტია ქვეყანაში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ხუთი პოლიტიკური პატიმრის არსებობას სამართლებრივად ადასტურებს.

„პარტია განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, ვიკრიბებით, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ვართ. წარმოუდგენელია, ჩვენი გუნდიდან ვინმე აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაინიშნოს, იმის შემდეგ გადადგას ეს ნაბიჯი, რაც ყველანი ერთად ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი პოლიტიკური პატიმრის არსებობას სამართლებრივად ვადასტურებთ და ვსაუბრობთ, რომ ქვეყანას ხუთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჩვენი გუნდიდან ვინმე წავიდეს", - თქვა ლევან სამუშიამ.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისუფალი დემოკრატების დატოვებას და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლას ვიქტორ დოლიძე გეგმავს.

კომენტარები