საკონსტიტუციო სასამართლო

წულუკიანი NGO-ებს: ვაცადოთ მოსამართლეებს, თავად გადაწყვიტონ თავმჯდომარის ბედი

მე არ ვერევი საკონსტიტუციო სასამართლის საქმიანობაში და ვურჩევ არასამთავრობო სექტორსაც, რომ მიბაძონ ამას და ვაცალოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, გადაწყვიტონ საკუთარი თავმჯდომარის ბედი ისე, როგორც ეს მათ სურთ და მოსამართლეებს მივცეთ დამოუკიდებლობის საშუალება... ეს თუ იქნება არასწორი არჩევანი, თვითონვე დაზიანდებიან პირველ რიგში, თუმცა, მე ვისურვებდი, მომავალი თავმჯდომარე იყოს საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანი, იმიტომ, რომ ბატონი პაპუაშვილის პირობებში, ბოლო დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს ნდობის მსხვრევა მიმდინარეობდა მიზანმიმართულად.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაზე.

კომენტარები