ივანიშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან

ივანიშვილი ბიზნესმენებს: აფასებთ სიტუაციას, როგორც მე ეს წარმომიდგენია?

...რომ ის ისე გაგრძელებულიყო ვთქვათ და 2012 წელი არა ქართულ ოცნების გამარჯვებით, არამედ მათი გამარჯვებით დასრულებულიყო, ხო დაახლოებით თქვენც კარგად იცით, რა დროშიც იყავით, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნასტალგია და უკან იყურება, რა იქნებოდა დღეს?! სად იქნებოდით დღეს თითოეული თქვენთაგანი ყველაზე ახლოს მყოფნიც კი. ხო შიდა გუნდში წავიდოდა უკვე ომი და ახლო და შორებელი, იქ ვისაც ძალა დარჩდებოდა, ხო შიდა ქონების გადანაწილების პროცესი გაგრძელდებოდა და ვინ სად აღმოჩნდებოდა, ღმერთმა იცის. რომ იმ მეთოდით მართულ ეკონომიკას რანაირი შედეგი შეიძლებოდა ქონებოდა დღეს და ჩვენ რაც გვაქვს ეკონომიკური შედეგები, ამის მსგავსი ვერ მოხდებოდა. ეს თქვენთვის რთული საანალიზოა?! ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. ახერხებთ თქვენ და აფასებთ თქვენ ისევ სიტუაციას, როგორც მე ეს წარმომიდგენია? და შესაბამისად აკეთებთ ამის მსგავს, ვთქვათ, როგორ გითხრათ, ქმედებებს რომ საკუთარ თანამშრომლებს საკუთარ მეზობლებს, ახლობლებს მაინც აუხსნათ და მოუწოდოთ? 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, "ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები", - ამ სახელწოდების ფორუმის ფარგლებში დღეს ბიზნესმენებს შეხვდა.

კომენტარები