არჩევნები 2016

WPA: კვლევა თავად კომპანიის ინიციატივით ჩატარდა და მას დამკვეთი არ ჰყავდა

დღეს ინტერპრესნიუსის პრესკლუბში, ამერიკული სოციოლოგიური კომპანია Wilson Perkins Allen Research (WPA)-ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

WPA-ის კვლევის შედეგები ასეთია: გამოკითხულთა 25 % მხარს ქართულ ოცნებას უჭერს, 16 % - პატრიოტთა ალიანსს, 12 % - ნაციონალურ მოძრაობას, 4 % - ლეიბორისტულ პარტიას, 3 % - ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას, 2 % - თავისუფალ დემოკრატებს, 1 % - მოძრაობას სახელმწიფო ხალხისთვის, 1 % კი - თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 1 % სხვა პარტიებს უჭერს მხარს, 16 % არავის, 18 %-ს კი გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის დაუჭერს მხარს.

WPA-ის აღმასრულებელი დირექტორის, კრის უილსონის თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ქართული ოცნება ლიდერობს ორივე, ძირითადი და განმეორებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მათი ამომრჩევლის უმრავლესობა მეორად პარტიად პატრიოტთა ალიანსს განიხილავს.

უილსონისვე თქმით, კვლევა თავად კომპანიის ინიციატივით ჩატარდა და მას დამკვეთი არ ჰყავდა. WPA-ის კვლევა ჩატარდა 7-11 სექტემბერს და მთელი საქართველოს მასშტაბით 1329 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები