არჩევნები 2016

გაბაშვილი: ივანიშვილის გუნდს სათქმელი არაფერი აქვს და პროკურატურას იყენებს

პროკურატურის ბრიფინგი ალბათ ადასტურებს იმას, რაც უკვე ძალიან კარგად ვიცით, რომ ივანიშვილის გუნდს არაფერი აქვს სათქმელი არც აწმყოზე, არც მომავალზე, არც იმაზე, როგორ დაძლევს კრიზისს, არც იმაზე, როგორ დაეხმარება ხალხს. შესაბამისად, ისინი მანიპულირებენ ისევ დაპირისპირებით, უნდათ საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება, მანიპულირებენ ძველი თემით და ამისთვის იყენებენ პროკურატურას, ეს არის ერთადერთი, რასაც ეს ბრიფინგი ემსახურებოდა. მეორე, რა თქმა უნდა, არავის სჯერა, რომ შსს-ს ოფიციალური ოპერატორის გადაღებული მასალა დღეს, 7 წლის მერე აღმოაჩინა პროკურატურამ. ეს არის არჩევნებამდე 18 დღით ადრე - მანიპულირება თემებით მაშინ, როდესაც ივანიშვილის გუნდს არაფერი არც აწმყოზე და არც მომავალზე სათქმელი არ აქვს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ 2011 წლის 26 მაისის ვიდეოზე.

კომენტარები