შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: შემდგომ 4 წელიწადში უნდა შევინარჩუნოთ, რაც გუნდმა მოიტანა

შემგომ 4 წელიწადს ექნება ძალიან პრინციპული მნიშვნელობა, თუ შევინარჩუნეთ ის, რაც გუნდმა მოიტანა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას გავაღრმავებთ და გავაძლიერებთ. 4 წელიწადში შეიძლება ვერ მოხდეს ხარისხობრივი გარდატეხვა, მაგრამ ეს განვითარება შემდეგ 4 წელიწადს მოგვიტანს იმას, რომ ჩვენ სხვა ტიპის სახელმწიფო გავხდებით. ინსტიტუტებს ექნება სხვა სიმყარე, აღარ იქნება პიროვნებებზე ისე დამოკიდებული, როგრც დღესაც არის. ძალიან სუსტია, ძალიან მოწყვლადია ჩვენი დღევანდელი დემოკრატია. იმიტომაც ბობოქრობენ და მძვინვარებენ, რომ ფიქრობენ, შეუძლიათ ააყირაონ სიტუაცია. შემდგომი 4 წელი ამის გამყარებისთვის არის აუცილებელი და აუცილებლად საზოგადოებას დიდი აქტიურობა გვმართებს და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე და სწორი არჩევანი გააკეთოთ. შემდგომ 4 წელიწადში, 8 წლის შემდგომ, ვფიქრობ, საქართველოში მოხდება ხარისხობრივი ცვლილება და დავემსგავსებით ევროპას.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ეთერში, გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან". ის ამჯერად ამბროლაურში იმყოფება.

კომენტარები