11 სექტემბერი

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ 15 წელი გავიდა

www.rsvlts.com

ნიუ-იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების სერიის შემდეგ 15 წელი გავიდა. 15 წლის წინ, ადგილობრივი დროით 08:45 საათზე ალ-კაიდას მიერ გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი "ბოინგ 757" ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (ე.წ. ტყუპები) ერთ-ერთ კოშკს გამიზნულად დაეჯახა. 18 წუთის შემდეგ კი კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავი "ტყუპების" მეორე ცათამბჯენს დაეჯახა, რაც მსოფლიომ პირდაპირ ეთერში ნახა.

ნიუ-იორკის თავდასხმების შემდეგ, ადგილობრივი დროით 09:43-ზე, მესამე გატაცებული თვითმფრინავი ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს შენობას (პენტაგონი) დაეცა. ხო­ლო მეოთხე ბოინგმა, რომ­ლის სა­მიზ­ნე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თეთ­რი სახ­ლი ან კონ­გ­რე­სის შე­ნო­ბა იყო, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილს ვერ მი­აღ­წია და პენსილვანიაში ჩამოვარდა. 

9/11 ტერაქტის შედეგად 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მსოფ­ლი­ოს 86 ქვეყ­ნი­დან. და­შავ­და ათო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი. 

კომენტარები