არჩევნები 2016

ხოშტარია: ჩვენ ვიქნებით არამხოლოდ მომხრეების, არამედ ოპონენტების ხელისუფლებაც

ჩვენი წინსვლის ხედვა არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ვინმეს დევნას და ჩვენი ერთ-ერთი ლოზუნგი და დაპირება არის ის, რომ უნდა დასრულდეს შურისძიების ციკლი, უნდა დასრულდეს დევნის ციკლი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრინციპულად მნიშნელოვანია, გადავდგათ ეს ნაბიჯი, რომ წავიდეთ წინ და არ იყოს მუდმივად ქვეყნის რესურსების ხარჯვა ერთმანეთის ჭამაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ესმოდეს, რომ ჩვენ ვიქნებით პარტია, რომელიც არის არამხოლოდ თავისი მომხრეების, არამედ მათ შორის ოპონენტების ხელისუფლებაც

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის #2 ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი, ელენე ხოშტარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

კომენტარები