ვინ აკვირდება არჩევნებს

ვინ არიან საარჩევნო დამკვირვებლები?

საარჩევნო დამკვირვებლები საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ისინი ამომრჩეველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის აწვდიან. მათი მოვალეობაა, შეაფასონ საარჩევნო პროცესი და მისი შესაბამისობა  დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან.

ვინ შეიძლება იყოს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია?

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს.

აკრედიტაციის წესი

საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას ცესკო არეგისტრირებს.ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 7 დღისა. ცესკო განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში წყვეტს რეგისტრაციის საკითხს. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, ამ დროისთვის რეგისტრირებულია შემდეგი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები:

ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო (OSCE/ODIHR)

ეუთოს სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. საერთაშორისო დამკვირვებლებიდან იგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა საქართველოში არჩევნების დემოკრატიული პროცესის მეთვალყურეობის კუთხით. ეუთოს დამკვირვებლები მონიტორინგს უწევენ წინასაარჩევნო კამპანიას, მედიის მიერ არჩევნების დაფარვას, საკანონმდებლო ჩარჩოს და მის განხორციელებას, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს.

ორგანიზაცია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 1999 წლიდან აკვირდება.  იგი მეთვალყურეობდა ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიც იყო 2003 წლის ვარდების რევოლუციის წინანდელ საპარლამენტო არჩევნები. მის დასკვნას დიდი როლი ჰქონდა არჩევნების არალეგიტიმურად შეფასებაში.

წელს მას 28 ხანგრძლივი დამკვირვებლის და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელიც ეყოლება.

2016 წლის აპრილში ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა და ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარება შეაფასა. მის თანახმად, ოქტომბერის არჩევნები პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩატარდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

ეუთოს მისიამ ასევე აღნიშნა, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანონმდებლობა არსებითად შეცვლილი არ არის და გაუთვალისწინებელი დარჩა ის რეკომენდაციები, რომელიც კამპანიების დაფინანსებასა და მედიას შეეხება.

ეუთოს მიერ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) - საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ანდრეა ქერბსი

ივლისის ბოლოს, ორგანიზაციამ საქართველოში 14 ხანგრძლივი დამკვირვებელი გამოაგზავნა 10 ქვეყნიდან. დამკვირვებლები 7 რეგიონში გადანაწილდნენ და არჩევნების დასრულებამდე და მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაშიც დარჩებიან.  ჯგუფები შემდეგ რეგიონულ ცენტრებში მუშაობენ: ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, მარნეული, თელავი და თბილისი. ორგანიზაცია სხვა, მოკლევადიან დამკვირვებლებსაც გამოგზავნის. ორგანიზაცია დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას, მედიის მუშაობას, დაარჩევნო ადმინისტრაციის და არჩევნების შემდგომ პერიოდსაც საარჩევნო პროცესზე სრული სურათის შესაქმნელად. 

საქართველოზე განთავსებული ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) - საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი

ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წელის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობდნენ. ორგანიზაცია ასევე ეხმარება ადგილობრივ საარჩევნო დამკვირვებლებს მიუკერძოებელი დაკვირვებაში დაგეგმვის, კომუნიკაციებს და ტექნიკური მხარდაჭერის გზით, რათა გაიზარდოს არჩევნების მიმართ ნდობა.

საქართველოსთან დაკავშირებული პროექტების და პუბლიკაციების ხილვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) - პროექტის ხელმძღვანელი ნერმინ ნისიჩი

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი 1995 წლიდან უჭერს მხარს დემოკრატიულ არჩევნებს და პოლიტიკური პროცესებს საქართველოში. ორგანიზაცია მრავალი წელია ჩართულია და მხარს უჭერს საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.

საქართველოსთან დაკავშირებული პროექტების და სიახლეების ხილვა შესაძლებელია ამ ბმულზე. 

სხვა, ათეულობით ორგანიზაციასთან ერთად, საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის დარეგისტრირდნენ შემდეგი ორგანიზაციები და საელჩოები:

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება (ISHR-IGFM) - გენერალური დირექტორი კარლ ჰაფენი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში - ელჩი იან კელი (www.georgia.usembassy.gov)

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში - ელჩი ჯოს დოუმა (http://georgia.nlembassy.org)

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში - (https://www.gov.uk/government/world/organisations/british-embassy-tbilisi) 

ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისია - თავმჯდომარე არნის ციმდარსი

ესტონეთის ეროვნული საარჩევნო კომიტეტი - ადმინისტრაციის უფროსი პიიტ ვინკელი 

დელიან პროექტი (DELIAN Project) - დირექტორი ალან ბესტი (www.delianproject.org)

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო - თავმჯდომარე სადი გიუვენი 

 

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად დარეგისტრირებულია ათეულობით ორგანიზაცია, მათ შორის:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, დამკვირვებელთა რაოდენობა - 44
    იხილეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს ინფორმაცია არჩევნებზე.
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე, დამკვირვებელთა რაოდენობა - 89
    იხილეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ISFED-ის მიერ განთავსებული ინფორმაცია.
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, დამკვირვებელთა რაოდენობა - 151
    ორგანიზაციის ვებსაიტი: www.gyla.ge
  • საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო - აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრა კალატოზიშვილი, დამკვირვებელთა რაოდენობა - 14
    იხილეთ ინფორმაცია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე.

სასარგებლო ბმულები: