ტერორიზმი

ავღანეთში მომხდარ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ამერიკულ უნივერსიტეტში, ორმა შეირაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 სტუდენტი.

უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ჩაკეტილი.

თავდასხმიდან ათი საათის შემდეგ, ავღანეთის პოლიციამ, ამერიკელი სამხედროების დახმარებით, თავდამსხმელების ლიკვიდაცია მოახერხა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სავარაუდოა, რომ ტერაქტის უკან დაჯგუფება თალიბანი დგას.

კომენტარები