გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GfK-ის კვლევის თანახმად, ამჟამინდელი მთავრობის საქმიანობას იწონებს 46.4%, იწუნებს 48.3%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2-18 აგვისტოს პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 2 200 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. კვლევის დამკვეთი ტელეკომპანია რუსთავი 2-ია და მას ერთ-ერთი მსხვილი ამერიკულ-გერმანული კვლევითი ორგანიზაცია GfK ატარებს.





