სამეფო პინგვინი

ედინბურგის ზოოპარკის სამეფო პინგვინს ბრიგადირის სტატუსი მიანიჭეს

CROWN COPYRIGHT

ედინბურგის ზოოპარკის სამეფო პინგვინს ნორვეგიის მეფე ჰაროლდ მეხუთემ ბრიგადირის სტატუსი მიანიჭა. ამრიგად, სამეფო პინგვინი, ბრიგადირი სერ ნილს ოლავი მთელ პლანეტაზე უმაღლესი სტატუსის მქონე ფრინველი იქნება.

პინგვინმა ნორვეგიის მეფის დაცვის წევრების წინაც ჩაიარა და ისინი ყურადღებით დაათვალიერა. როგორც ზოოპარკის წარმომადგენელი ამბობს, პინგვინი საკუთარი აურით გამოხატავს, რომ მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვან სტატუსს ატარებს.

პრესტიჟული ტიტული პინგვინს სპეციალურ ცერემონიაზე მიანიჭეს, რომელსაც 50-ზე მეტი ის სამხედრო პირი დაესწრო, რომლებიც წელს მუსიკალურ ფესტივალ The Royal Edinburgh Military Tattoo-ში იღებენ მონაწილეობას.

კომენტარები