ლევან კობიაშვილი პოლიტიკაში

ბერძენიშვილი: პარლამენტში კანონებია მისაღები, ფეხბურთი არაა სათამაშო

ბატონი ლერი ხაბელოვი არის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და იყო პარლამენტის წევრი, კომიტეტის ძალიან სერიოზული წევრი. აქ მე ვერ ვხედავ პრობლემას. პრობლემას ვხედავ იმაში, რომ კობიაშვილი - დიდი ფეხბურთელი არ სჭირდება პარლამენტს და რატომ აფუჭებენ ამ კაცს იმისთვის, რომ, უბრალოდ, ხელი ასწიოს და პულტზე ხელი დააჭიროს. უხერხულია ამ უზარმაზარი ადამიანებისთვის, მათი ამხელა დამსახურების შემდეგ, თქმა იმისა, რომ თქვენგან უნდა გავაკეთოთ მორჩილი პარლამენტარი, უხერხულია. საქართველოს პარლამენტში კანონებია მისაღები, ფეხბურთი არაა სათამაშო.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის გლდანის მაჟორიტარად დასახელებაზე.

კომენტარები