ხანძარი პორტუგალიაში

პორტუგალიაში ტყის ხანძარმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

AFP

პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარი უკვე კუნძულის დედაქალაქ ფუნშალშიც გავრცელდა, სადაც მან სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ევაკუირებულია 1000-ზე მეტი მაცხოვრებელი. ხანძარს 3 200-ზე მეტი მეხანძრე და ადგილობრივი მოსახლეობა ებრძვის.

მეხანძრეები მადეირას ჩრდილოეთ რეგიონებში ხანძრის 109 კერას ებრძვიან. ცეცხლი მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია. კუნძულზე უკვე რამდენიმე დღეა, ტემპერატურა 35 გრადუსზე მაღალია. 

კომენტარები