რუსეთი სირიაში

კრემლში სირიაში ქლორის გაზის გამოყენების შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ

Getty Images

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიაში იმ ადგილას, სადაც გუშინ რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს, დღეს ქლორის გაზი გამოიყენეს, სიცრუეა.

"რთულია, რომ რეაგირება მოახდინო ასეთი ინფორმაციის გავრცელებაზე. ყოველთვის ნათელი არაა, რა წყაროს ეფუძნება ის", - თქვა პესკოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში, იდლიბის პროვინციაში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც გუშინ რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, სავარაუდოდ ტოქსიკური ქლორის გაზი გამოიყენეს.

სამაშველო სამსახურების თქმით, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, კონტეინერებში, რომლებიც ვერტმფერნმა ჩამოაგდო, ნაპოვნია ქლორი, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მომხდარის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

კომენტარები