საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ამბასადორიალი 2016-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი უკვე არის წარმატებული რეფორმების, პოლიტიკური განვითარებისა და ქვეყნის ევროპული გზის დასტური.
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უკვე არის ჩვენი პოლიტიკური განვითარების, მრავალი წარმატებული რეფორმისა და ზოგადად ქვეყნის ევროპული გზის დასტური. ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობაზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია და ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული", - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისში დღეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი გაიხსნა.





