თეორემა

ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეებზე ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ზეწოლაზე საუბრობს. პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლეებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან ოჯახის წევრებისა და ახლობლების შევიწროვება-დაკავებით და პირადი ხასიათი ინფორმაციის გასაჯაროვებით. სასამართლოს თავმჯდომარე ამ ზეწოლას უკავშირებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება.
პაპუაშვილმა თავი შეიკავა საქმეების დასახელებისგან, თუმცა, სასამართლოში არის რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმე - მათ შორის რუსთავი ორთან, გიგი უგულავასთან და კაბელების საქმესთან დაკავშირებული სარჩელები. თეორემაში სასამართლოს გარშემო განვითარებულ პროცესებსა და მათ პოლიტიკურ კონტექსტზე ისაუბრეს.

კომენტარები