თეორემა

რამდენს ვუხდით რელიგიურ ორგანიზაციებს - EMC-სა და TDI-ის კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრმა და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა დღეს ერთობლივი კვლევა გამოაქვეყნეს, რომელიც მოიცავს 2014-15 წლებში რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკების მიმოხილვასა და სამართლებრივ შეფასებას. როგორც კვლევიდან ირკვევა, ამ პერიოდში საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფო დაფინანსება ჯამურად 63 მილიონ ლარს აღემატება, საიდანაც 80%-ზე ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდის, მუნიციპალური დაფინანსება კი საერთო თანხის დაახლოებით 14%-ს შეადგენს. კვლევის მთავარ მიგნებებზე თეორემას სტუდიაში საუბრობენ თამთა მიქელაძე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან და ტაბულას რელიგიის მიმომხილველი ლევან სუთიძე.

კომენტარები