რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება

ზუგდიდის მერიამ ეპარქიას 25 000 ლარის საყოფაცხოვრებო ნივთები უყიდა

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
zugdidi-tsaishi.ge

EMC-ის და TDI-ის ერთობლივი კვლევის თანახმად, 2014 წელს ქალაქ ზუგდიდის მერიამ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად გამოუყო 25,161 ლარი. ამ ნივთებში შედის: მაგიდები, კარადები, თაროები, უთო, მიკროტალღური ღუმელი, ხორცის მანქანა, ბლენდერი, კრონშტეინი, 1450 ლარად შეფასებული ჭურჭლის სარეცხი მანქანა, 1327 ლარად შეფასებული საშრობი.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

კვლევა 2014-2015 წლებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის გადაცემული ფინანსური რესურსებისა და სხვა მატერიალური ქონების მასშტაბსა და მიზნობრიობას აანალიზებს.

 

კომენტარები