ISIS

სირიაში დაბომბვის დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

www.frontpagemag.com

სირიაში დაბომბვის დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 26 წლის ბექხან (ბექა) ტოხოსაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტოხოსაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის (ICK) ცნობით, ტოხოსაშვილი სირიაში 2014 წელს წავიდა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა. იგი თარხან ბათირაშვილის რაზმში იბრძოდა.

კომენტარები