ერაყში, ქალაქ ბალადში თვითმკვლელი ტერორისტები და შეიარაღებული პირები შიიტურ სამლოცველოს თავს დაესხნენ. შედეგად, სულ ცოტა, 30 ადამიანი დაიღუპა.
მინიმუმ ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სამლოცველოს ეზოში აიფეთქა თავი, შემდეგ კი სამლოცველოს ცეცხლი გაუხსნეს. ხოლო მეორე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც მლოცველები გაქცევას ცდილობდნენ.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ამასთანავე, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში კვირას მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 292-მდე გაიზარდა.





