ოკუპაცია

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს


რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან ვიტალი ჯოჯიშვილი წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. ის, სავარაუდოდ, ცხინვალში იმყოფება. 

ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ საქონელს სოფლის ტერიტორიაზე მწყემსავდა, საღამოს კი სახლში არ მისულა.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ ჯოჯიშვილი, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები