აფხაზურად მისალმების აქცია -

მინდიაშვილი: "მშიბზია" ჩვენს ღრმად ფარისევლურ თავისებურებას ამხელს

ეს თავისთავად მშვენიერი სიტყვა "მშიბზია" უცნაურ, უსიამოვნო, ღრმად ფარისევლურ თავისუბერუბას ამხელს ჩვენს "ეროვნულ სულისკვეთებაში": სანამ გაგვდის და ვჩაგრავთ ჩვენგან სხვადასხვა ნიშნით გასხვავებულებს, მანამდე ისინი არიან ჩამოთესლებულები, ჩამოთრეულები, ურჯულოები, მტრები, მოღალატეები, რომლებიც გვართმევენ მიწა-წყალს, კულტურას, სარწმუნოებას, კაცობას, ტაძრებს, ვეფხისტყაოსანს, ცეკვებს, ჩურჩხელებს და ა.შ. მაგრამ, როცა ვინმე მართლა დაგვჩაგრავს, დაგვამცირებს, უსამართლოდ გამოგვყრის, დაგვიპყრობს, ტაძრებს დაგვინგრევს, ენას წაგვართმევს, - ერთი სისხლი და ხორცი, ერთმორწმუნე ძმა და მეგობარი ხდება, ვის წინაშეც, მზად ვართ, ვიცეკვოთ, ვიმღეროთ, გული გადავშალოთ და ბოდიშები ვიხადოთ

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი აფხაზურად მისალმების კამპანიაზე "მშიბზია"

კომენტარები