პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. მათ დამტკიცებას, სულ მცირე, 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
კენჭისყრის შედეგები ასეთია: ანა დოლიძე 34 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი; თამარ ლალიაშვილი 27- მომხრე, 2 - წინააღმდეგი; ნონა თოდუა 22 - მომხრე, არცერთი წინააღმდეგი.





