ვიზალიბერალიზაცია

სამადაშვილი: კრიმინალთან ბრძოლაში ევროპისთვის სანდო პარტნიორები აღარ ვართ

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, არის არამხოლოდ ის, თუ რა დონე არის კრიმინალის ევროპაში ქართული წარმომადგენლობის მიგრანტებიდან, არამედ ის, რაზეც ღიად და საჯაროდ არ არის საუბარი და რაც უკავშირდება თანამშრომლობის ხარისხს ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებს, მათ შორის გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებსა და ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის. იმ დღიდან, რაც ჩვენ დავიწყეთ უვიზო მიმოსვლისთვის მომზადება და შესაბამისი მოლაპარაკებები, მთავარი წამყვანი საკითხი ყოველთვის იყო სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის ფორმატები და რამდენად სანდო იყო ევროპელებისთვის ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ როგორც ჩანს, დღევანდელ პირობებში საქართველო აღარ არის ისეთი სანდო პარტნიორი კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის, როგორიც ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ ყოფილიყო და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც გერმანიის მთავრობა აფიქსირებს ასეთ თავშეკავებულ პოზიციას. მარტში ვიყავი ბრიუსელში და როდესაც დავბრუნდი, მაშინვე ნათელი იყო, პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის უვიზო მიმოსვლის არ იყო ევროპაში, რომ გერმანია და საფრანგეთი ამ საკითხზე ძალიან თავშეკავებულ პოზიციას აფიქსირებდნენ. ჩემთვის გასაოცარია, რატომ ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება იმ ღონისძიებებს დიპლომატიურ დონეზე ახლა, რომლის განხორციელებაც მათ უნდა დაეწყოთ დიდი ხნით ადრე იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერაც მოეპოვებინათ და გაენეიტრალებინათ ის კრიტიკა, ის კრიტიკული შენიშვნები, რაც შეიძლება, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჰქონოდათ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის წევრი სალომე სამადაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები