საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური Apple City-სა და Iphone +-ში შევიდა

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს აიფონ პლუსსა და შპს ეფლსიტიში შესვლის მიზეზებს განმარტავს. ამასთან დაკავშირებით სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აიფონის ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი და უკვე ნამყოფია ექსპლუატაციაში, რომლებსაც აღნიშნული ფირმის ობიექტებში ასაღებდნენ როგორც ახალ ტელეფონებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ მომხმარებელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და სავარაუდო ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების ქსელიდან ამოღება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები