გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს განაპირას, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები 65 წლის აკაკი მისირელი დააკავეს.
ინტერპრესნიუსის ცნობით, თვითმხილველთა თქმით, აკაკი მისირელი ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.
მამაკაცი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.





