კიდევ ერთხელ მინდა კატეგორიულად დავგმო ის ძალადობა, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამით ზიანი მიადგა, პირველ რიგში, ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ჩვენგანს. ამ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდები, რომ უმოკლეს დროში გამოვლენილი იქნება ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი, რომლებიც კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ვინაიდან დღეს არსებული კანონი არ ითვალისწინებს მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს, ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე. ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში, ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის. ჩვენი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, თითოეულ მოქალაქეს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და კონკურენტული საარჩევნო გარემო
tbl.ge/1pff
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოფელ კორცხელში 22 მაისს მომხდარ ინციდენტზე
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: ვეჭვობ, კორცხელის ინციდენტი ენმ-ის მხრიდან იყო ინსპირირებული
- აბაშიშვილი: კორცხელის ინციდენტში მონაწილეებთან კავშირი თავად კალაძემ გაამხილა
- კობახიძე: პრეზიდენტის განცხადება კალაძეზე არაეთიკური და არაკორექტულია
- აბესაძე: ხალხს სჭირდება პრობლემების მოგვარება, რაც ძალადობით ვერ შეიცვლება
- პრეზიდენტი: უნდა გაეცეს პასუხი, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კალაძეს




