ძალიან კარგად გვესმის, რომ მოსაპოვებელი გვაქვს საზოგადოების ნდობა. მოსაპოვებელი გვაქვს ნდობა იმ ხედვით, იმ კომპეტენციით, იმ კონკრეტული გეგმებით, რაც საზოგადოებას აწუხებს და ჩვენ აბსოლუტურად არ გვაქვს რაღაც ეიფორია, ჩვენ ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, ვიცით, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რომ ეს ნდობა მოვიპოვოთ. არის რამოდენიმე მიმართულება, რაც არის ჩვენთვის პრიორიტეტული. პირველი, ეს არის ეკონომიკური, სოციალური საკითხები. მეორე, ეს არის დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება რაც ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვიჭირს იმაზე საუბარი, რომ ამ კუთხით გარკვეული შეცდომები, სუსტი მხარეები ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვქონდა. ამის გამოსწორება და იმაზე დაშენება, რასაც მივაღწიეთ, არის უმნიშვნელოვანესი. მესამე არის განათლება. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ეს ასევე იყო მინუსი ჩვენი ხელისუფლების დროს, რომ არ დაეთმო საკმარისი რესურსი განათლებას და ახლა ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება
ხოშტარია: ძალიან კარგად გვესმის, რომ საზოგადოების ნდობა გვაქვს მოსაპოვებელი
tbl.ge/1osz
დაკოპირდა

დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში




