ტუღუში: ენმ-ს აქვს უნარი, ქვეყანა სწორი განვითარების გზით წაიყვანოს

ხალხს უნდა იხილოს განახლება, ხალხს უნდა იხილოს პოზიტიური მუხტი. პირველ რიგში, დარწმუნებული ვარ, ხალხს თავისი ყოფითი პრობლემები აწუხებს, თუმცა ამავდროულად, ამ ადამიანებს უნდათ, რომ დაიბრუნონ რწმენა იმისა, რომ საქართველო შეიძლება იყოს წარმატებული სახელმწიფო და ეკავოს არა მარტო რეგიონში ღირსეული ადგილი. ამ 4 წლის მანძილზე ხშირად ვამბობდით, რომ საქართველო გაქრა რადარებიდან. კი ბატონო, დღეს გაცილებით ნაკლებია ყურადღება საქართველოს მიმართ, ვიდრე იყო ადრე. ჩვენ დღეს გვინდა, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი, ცხადია. ამისთვის არ არის მარტო საკმარისი საუბარი იმაზე, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, ამას სჭირდება ნაბიჯების გადადგმა. ამ ხელისუფლებას არ მგონია, რომ ამის უნარი შესწევდეს. აქედან გამომდინარე, მე გადაწყვეტილება მივიღე იმ მიზეზით, რომ ვთვლი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია პოლიტიკურ სივრცეში, რომელსაც აქვს უნარი, ქვეყანა წაიყვანოს სწორი განვითარების გზით

დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტუღუში ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები